09 აგვისტო 2026,   11:09
ვრცლად
მარტვილში "წაჩხურობას" აღნიშნავენ

მარტვილში, წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ტრადიციულად აკვნების კურთხევის რიტუალი ჩატარდა.

მანამდე ეკლესიაში წირვა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ჩაატარა, რის შემდეგაც ეზოში მრევლის მიერ ადგილზე მიტანილი აკვნების კურთხევის ცერემონია გაიმართა.

ტრადიციულად, მთელი ქვეყნიდან მისული მომლოცველები წმინდანებს შვილიერებას სთხოვენ, ამის ნიშნად კი სიმბოლურად აკვნები და თოჯინები მოაქვთ და სხვადასხვა შესაწირს სწირავენ.
ტაძარში მიდიან ის
წყვილებიც, რომლებსაც წაჩხურში ლოცვის შემდეგ შვილი ეყოლათ.

წაჩხურობა ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს, აღდგომის მეოთხე დღეს აღინიშნება.

დღის ამბები