07 აგვისტო 2026,   21:44
ვრცლად
თბილისში "ვაიმარის სამკუთხედის" ქვეყნების დელეგაციის წევრები იმყოფებიან

თბილისში "ვაიმარის სამკუთხედის" ქვეყნების დელეგაციის წევრები იმყოფებიან. გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი შეხვდა.

მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები მიმოიხილეს, ხაზი გაესვა კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობას. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, საქართველო კვლავაც ადასტურებს მზაობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან დიალოგისა და წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობისთვის.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ხელისუფლება განაგრძობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას.

დღის ამბები