06 აგვისტო 2026,   14:20
ვრცლად
ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკური ზრდა გაგრძელდეს იმისათვის, რომ საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა არც ერთი ადამიანი აღარ ცხოვრობდეს - ნიკოლოზ სამხარაძე

საერთაშორისო სავალუტო ფონდის გრძელვადიანი პროგნოზით, საქართველო ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდის ტემპით მსოფლიო ლიდერებს შორისაა. ორგანიზაციის შეფასებით, 2013 წლიდან 2031 წლამდე პერიოდში, ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის პროგრესით, ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო სამეულში, ევრაზიის მასშტაბით კი პირველ ადგილზე მკვიდრდება. მომდევნო სამ წელში საქართველოს ეკონომიკა 25%-ზე მეტით გაიზრდება, რაც გაიანას შემდეგ მსოფლიოში საუკეთესო მაჩვენებელია. ფონდის პროგნოზით, 2031 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველ-უნარიანი ეკონომიკა 47 000 დოლარს გადააჭარბებს.

მმართველ გუნდში გამოქვეყნებულ მონაცემებს შთამბეჭდავსა და იმედის მომცემს უწოდებენ. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მთავრობის ამოცანა არის გაგრძელდეს ეკონომიკური ზრდა, რათა საქართველოში არც ერთი ადამიანი  სიღარიბის ზღვარს მიღმა აღარ ცხოვრობდეს.

"ეს მონაცემები, რომლებიც ახლახან გამოქვეყნდა, ნამდვილად არის ძალიან შთამბეჭდავი და მეორეს მხრივ იმედის მომცემ,ი იმიტომ, რომ მოიცავს მომავალ წლებსაც. ჩვენ საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, თუმცა ჯერჯერობით, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საქართველოში ბოლომდე იქნას სიღარიბე აღმოფხვრილი. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში კიდევ არის რამდენიმე ათეული ათასი მოქალაქე, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ეკონომიკური ზრდა გაგრძელდეს იმისათვის, რომ საქართველოში არც ერთი ადამიანი აღარ ცხოვრობდეს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ამიტომ, ეს მონაცემები, რომლებიც ძალიან ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საფინანსო ინსტიტუტებმა გამოაქვეყნეს, არის ძალიან იმედის მომცემი და ჩვენი, როგორც ეკონომიკური, ასევე ფისკალური პოლიტიკის მდგრადობაზე და სწორ მიმართულებაზე მიუთითებს", - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

დღის ამბები