18 ივნისი 2026,   19:09
ვრცლად
ფუტკრების შემოსევა სამხრეთ ისრაელში - ქალაქ ნეტივოტში მოსახლეობას ათიათასობით ფუტკრის მოგერიება უწევს

სამხრეთ ისრაელში, ნეტივოტის სავაჭრო ცენტრს ათიათასობით ფუტკარი შეესია. 

მედიის ცნობით, მწერები სავაჭრო ზონის მიღმა, ქალაქის სხვა ნაწილებშიც დაფრინავენ.

ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ და სახლის კარ-ფანჯრები დახურონ.

ფუტკრების შემოსევა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. მედიის ინფორმაციით, ფუტკრებმა სამხედრო თვითმფრინავის ძრავშიც შეაღწიეს და მის აფრენას ხელი შეუშალეს.

დღის ამბები