06 აგვისტო 2026,   00:04
ვრცლად
საქართველოს ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური ღონისძიების ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობენ

საქართველოს ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური ღონისძიების ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობენ.

საქართველოს ეკონომიკური მდგრადობა და "შუა დერეფნის" პოტენციალი - ეს იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორის შეხვედრის მთავარი თემები. ვაშინგტონში, ლაშა ხუციშვილმა ანა ბიერდეს ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა აქცენტი საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელსა და რეგიონული დაკავშირებადობის პროექტების პრიორიტეტულობაზე გააკეთა.

"მიმოვიხილეთ საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ პრიორიტეტულ მიმართულებას, რომელიც სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებთან, ეს იქნება ინფრასტრუქტურის მიმართულება თუ რეფორმების განხორციელების. ცალსახად აღინიშნება მსოფლიო ბანკისგან ის წარმატება, როგორც, რეფორმების განხორციელების მიმართულებით, ასევე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. შევთანხმდით, რომ მსოფლიო ბანკი განაგრძობს ინვესტიციას საქართველოს ეკონომიკაში", - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

დღის ამბები