18 ივნისი 2026,   14:21
ვრცლად
ისრაელის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ლიბანში 200-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს

ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლას" ტერორისტული ინფრასტრუქტურის 200-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამიზნეებს შორის იყო "სამხედრო ობიექტები, გამშვები პუნქტები და ტერორისტები".

დღეს დილით, ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა ავიჩაი ადრაეიმ სამხრეთ ლიბანის მაცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა "სასწრაფო გაფრთხილება" გაავრცელა.

"ჰეზბოლას ტერორისტული აქტივობა ისრაელის თავდაცვის ძალებს აიძულებს, ამ ტერიტორიაზე მათ წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომები მიიღოს. ისრაელის თავდაცვის ძალებს თქვენთვის ზიანის მიყენების განზრახვა არ აქვთ", - აღნიშნა ავიჩაი ადრაეიმ.

დღის ამბები