პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთი "ძალიან კმაყოფილია", რომ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტის გახსნაზე მუშაობს და შეთანხმდნენ, რომ ჩინეთი ირანს იარაღს არ მიაწვდის.
"ჩინეთი ძალიან კმაყოფილია, რომ მე სამუდამოდ ვხსნი ჰორმუზის სრუტეს. ამას მათთვის და მსოფლიოსთვის ვაკეთებ. ეს სიტუაცია აღარასდროს განმეორდება. თანხმობა მოგვცეს, რომ ირანს იარაღს არ მიაწვდიან", - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
"პრეზიდენტი სი ძინპინი ჩასვლისას ძლიერად ჩამეხუტება. ჩვენ ძალიან ეფექტურად ვმუშაობთ ერთად! განა ეს ომზე უკეთესი არ არის??? მაგრამ გახსოვდეთ, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ძალიან კარგად ვაწარმოებთ ომს - ბევრად უკეთესად, ვიდრე ნებისმიერი სხვა!!!" - დაწერა ტრამპმა.
ცნობისთვის, ტრამპის პეკინში ვიზიტი მაისშია დაგეგმილი.