03 აგვისტო 2026,   19:26
ვრცლად
საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღიარებს, რომ საქართველოს ეკონომიკა არის ძალიან მედეგი სხვადასხვა შოკის მიმართ - ნათია თურნავა

ვაშინგტონში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი შეხვედრებს მართავენ ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა.

სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური ვითარება და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს დელეგაციამ მოლაპარაკებები აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელებთანაც გამართა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის საქართველო ძალიან მედეგი აღმოჩნდა სხვადასხვა შოკის მიმართ.

"შევხვდით ჩვენი რეგიონის დირექტორატის ხელმძღვანელობას, საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღიარებს, რომ საქართველოს ეკონომიკა არის ძალიან მედეგი სხვადასხვა შოკის მიმართ. რა თქმა უნდა, საინტერესო იყო ჩვენთვის მოგვესმინა მოსაზრებები თუ რა გავლენა ექნება ახალ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას. გვაქვს ადეკვატური ზომები დაგეგმილი, რომ დავიცვათ ფასების სტაბილურობა და ასევე მაკროეკონომიკაც იყოს დაცული,"- აცხადებს თურნავა. 

დღის ამბები