ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მწვავეა. ირანის პორტების ბლოკადა სრულად ამოქმედდა - 36 საათზე ნაკლებ დროში ამერიკულმა მხარემ ქვეყნის საექსპორტო და საიმპორტო საზღვაო გადაზიდვები სრულად შეაჩერა.
ცნობილია, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი ენერგეტიკული დერეფანი 20-ზე მეტმა კომერციულმა გემმა გადაკვეთა - ინფორმაციას "ვოლ სტრიტ ჯურნალი" ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პარალელურად, საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე რაიონებში, რადიკალურმა დაჯგუფება "ჰესბოლამ" ისრაელის მიმართულებით დილიდან 40-მდე რაკეტა გაუშვა.