18 ივნისი 2026,   14:19
ვრცლად
"რა უფლებით დაესხნენ თავს ჩვენს ქვეყანას, რა დავაშავეთ? ახლა ვისაც არ უნდა ველაპარაკოთ, ვეუბნებით: იმოქმედეთ ჩვენთან მიმართებით საერთაშორისო სამართლის ფარგლებში" - ირანის პრეზიდენტი

ირანის პრეზიდენტი ვაშინგტონის მიერ დაწესებულ საზღვაო ბლოკადას აკრიტიკებს. მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, თეირანი "არეულობას არ ეძებს", თუმცა თავდასხმის შემთხვევაში პოზიციების დათმობას არ აპირებს.

"რა უფლებით დაესხნენ თავს ჩვენს ქვეყანას? რა დავაშავეთ? რისთვის გამოასალმეს სიცოცხლეს ჩვენი ლიდერი? რის გამო მოგვიკლეს სარდლები, მეცნიერები, სტუდენტები? რა გახდა მიზეზი? რატომ? ასეთი რა გავაკეთეთ? ვინმეს თავს დავესხით? რომელიმე კანონი დავარღვიეთ? რა დავაშავეთ? ახლა ვისაც არ უნდა ველაპარაკოთ, ვეუბნებით: იმოქმედეთ ჩვენთან მიმართებით საერთაშორისო სამართლის ფარგლებში", - აცხადებს ირანის პრეზიდენტი.

პეზეშკიანმა რეგიონში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა:

"სპარსეთის ყურეში პრობლემებია და მთელი მსოფლიო აირია. ამან ყველაზე იქონია გავლენა, ხალხი უკმაყოფილოა და პროტესტს გამოთქვამს", - აღნიშნავს პეზეშკიანი.

 

ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები