06 აგვისტო 2026,   08:28
ვრცლად
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ კორეის ელჩთან შეხვედრა გამართა

იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ კორეის ელჩთან შეხვედრა გამართა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პაატა სალიამ და ჰიონ დუ კიმმა ისაუბრეს პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

აღინიშნა, რომ განიხილება ტექნოლოგიების სფეროში პარტნიორობის გაძლიერება. მხარეები მუშაობენ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც თბილისში ციფრული მმართველობის ერთობლივი ცენტრის დაარსებას ითვალისწინებს.

დღის ამბები