აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი. დონალდ ტრამპის თქმით, შესაძლოა, ეს სამშაბათს, ღამით მოხდეს.
"მთელი ქვეყნის განადგურება ერთ ღამეში შეიძლება და ეს შესაძლოა, ხვალ, ღამით მოხდეს”- აცხადებს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ირანში, ორი ამერიკელი სამხედროს გადარჩენის ოპერაციას ისტორიული უწოდა.
"ხშირად, 200 კაცს აგზავნი ერთი ადამიანის გადასარჩენად და ეს ისეთი რამ არის, რასაც, მიუხედავად სურვილისა, იშვიათად ცდილობენ, რადგან დიდ რისკთანაა დაკავშირებული, ცუდი შედეგებიც შეიძლება მოჰყვეს. ამ შემთხვევაში კი, ჩვენ ორი ადამიანის გადასარჩენად ვიმოქმედეთ. შეიძლება, მსგავსი რამ აქამდე არც უცდიათ, მაგრამ ჩვენ ვცადეთ და შევძელით. გვყავდა ძალიან ძლიერი პროფესიონალები, თუმცა ცოტა იღბალიც დაგვეხმარა. ასევე დაგვეხმარა ბევრი ადამიანი, ძალიან კარგი ადამიანები. ამ ოპერაციაში მონაწილეობა დიდი პატივი იყო. ეს ისტორიული გადარჩენის ოპერაციაა და ისტორიაში ჩაიწერება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.