საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა მეჰრიბან ალიევას სადილზე უმასპინძლა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პირველი ლედი სოციალურ ქსელში წერს.
"6 აპრილს, თბილისში, სადილი გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევას პატივსაცემად, საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის სახელით", – ვკითხულობთ მეჰრიბან ალიევას X-ის გვერდზე.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს დღეს ეწვია. მაღალი რანგის სტუმარს დღის განმავლობაში პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლეს. ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრაც გაიმართა. დღესვე, ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უმასპინძლა.