09 აგვისტო 2026,   01:48
ვრცლად
სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებისა და კომპანიების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში მეათე ნაკადის აქსელერაციის პროგრამა დაიწყო

სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებისა და კომპანიების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში მეათე ნაკადის აქსელერაციის პროგრამა დაიწყო.

პროექტი უკვე ექვსი წელია ხორციელდება. შერჩეული სტარტაპები 12-კვირიან ინტენსიურ აქსელერაციას გაივლიან, რომლის განმავლობაშიც მათთან იმუშავებენ საერთაშორისო გამოცდილების მქონე მენტორები.

როგორც აღინიშნა, მონაწილეები მიიღებენ, როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას საკუთარი იდეების დახვეწის, მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინის, გაყიდვებისა და მათთვის საჭირო სხვა საკითხების შესახებ. ამასთანავე, მათ ექნებათ წვდომა ახალ სანაცნობო ქსელთან, რაც ხელს შეუწყობს მათი სტარტაპების სწრაფ განვითარებასა და ზრდას.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა პირველი ვენჩურული ფონდი, რომელმაც ეკოსისტემას მხოლოდ ცოდნა და მენტორობა კი არა, რეალური საინვესტიციო კაპიტალიც მოუტანა. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აგრძელებს მუშაობას, რომ სტარტაპებს ჰქონდეთ სრული ციკლი - განათლებიდან ინვესტიციამდე - რაც საქართველოს რეგიონულ ინოვაციურ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.'' - განაცხადა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ.
დღის ამბები