18 ივნისი 2026,   11:40
ვრცლად
ისრაელმა ირანის მსხვილ ნავთობქიმიურ ობიექტზე იერიში მიიტანა - ისრაელ კაცი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, სამხრეთ-პარსის მსხვილ ნავთობქიმიურ ობიექტზე თავდასხმა განახორციელა.

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, თავდასხმის სამიზნე ჯამისა და დამავანდის ნავთობქიმიური ქარხნები გახდა, რომლებიც ირანის ენერგეტიკული და საექსპორტო ქსელის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.

კაცმა ეს ობიექტები დაახასიათა, როგორც "კრიტიკული აქტივები, რომლებიც ირანის ნავთობქიმიური წარმოების დაახლოებით ნახევარზეა პასუხისმგებელი".

კაცმა განაცხადა, რომ ორივე კომპლექსი ერთად ირანის ნავთობქიმიური ექსპორტის დაახლოებით 85%-ს შეადგენს და ეს ობიექტები ახლა მწყობრიდანა გამოსული.

მან თავდასხმა შეაფასა, როგორც "დიდი ეკონომიკური დარტყმა", რომელიც ირანს ათობით მილიარდი დოლარის ზარალს მოუტანს ნავთობქიმიური შემოსავლის დაკარგვის სახით. ისრაელი აცხადებს, რომ აღნიშნული შემოსავლები ირანის სამხედრო ძალების დასაფინანსებლად გამოიყენება.

დღის ამბები