კათოლიკური სამყარო აღდგომის ბოლო კვირას აღნიშნავს, მსვლელობები იმართება მექსიკაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, ესპანეთში, კუბაში, ვენესუელასა და იტალიაში.
რომის პაპმა, ლეო მე-14-მ, პირველად წმინდა პეტრეს ბაზილიკაში წითელ პარასკევს ათასობით კათოლიკესთან ერთად საზეიმო მსახურება აღავლინა და გაუძღვა ტრადიციულ მსვლელობას "ჯვრის გზას". ცერემონიაზე ხალხს სიტყვით მიმართა რომის პაპის კარის მქადაგებელმა, რობერტო პაზოლინიმ.
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის და ყოველდღიური დაბომბვების ფონზე, დიდი პარასკევის ტრადიციული მსვლელობა გაიმართა ლიბანშიც. სამხრეთ ლიბანის მოსახლეობამ ქრისტეს ჯვარი წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაასვენა.
ქრისტეს ვნებისა და ჯვარცმის ყოველწლიური ინსცენირება გაიმართა კარაკასშიც. წარმოდგენაში, რომელიც უკვე 40 წელია იმართება, 120-ზე მეტი მსახიობი მონაწილეობდა. მათ სახარებისეული სცენები გააცოცხლეს - ჯარისკაცები, რომლებიც იესოსა და ორ მსჯავრდებულს ფიზიკურად უსწორდებიან. ასევე ინსცენირებული იყო ჯვარცმისთვის ხის ჯვრების გორაკის მწვერვალზე მიტანა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი TRUTH SOCIAL-ზე ვიდეო მიმართავს ავრცელებს, სადაც კათოლიკურ სამყაროს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს. როგორც ის აცხადებს, ამერიკის შეერთებულ შტატებში რელიგიის როლი კვლავ იზრდება და კვირას მრევლი ყველაზე მრავალრიცხოვანი იქნება, ვიდრე ოდესმე.
კათოლიკურ სამყაროში აღდგომის დღესასწაული ხვალ, 5 აპრილს აღინიშნება. ლეო მეთოთხმეტე, რომელიც რომის პაპად გასულ წელს აირჩიეს, სააღდგომო ეპისტოლეს პირველად წაიკითხავს.
ავტორი: თამთა ნაკუდაიძე