20 ივნისი 2026,   11:51
ვრცლად
ირანის განცხადებით, პირველადი საჭიროების პროდუქტების გადამზიდავ გემებს ჰორმუზის სრუტეში გავლის უფლებას მისცემს

ირანმა განაცხადა, რომ პირველადი საჭიროების პროდუქტების გადამზიდავ გემებს ჰორმუზის სრუტეში გავლის უფლებას მისცემს - ამის შესახებ CNN-ი ირანულ საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნობით წერს. 

ამერიკული მედიის ინფორმაციით, გაურკვეველია, თუ რომელ საქონელს განსაზღვრავს ირანი "პირველი საჭიროების პროდუქტად" ან გააგრძელებს თუ არა თეირანი იმ ქვეყნებიდან გემების ბლოკადას, რომლებსაც მტრულად მიიჩნევს.

ირანის პორტებისა და საზღვაო ორგანიზაციის ხელმძღვანელისადმი გაგზავნილ დოკუმენტში, ვაჭრობის განვითარების ხელმძღვანელის მოადგილემ, ჰუმან ფატიმ, განაცხადა, რომ "ნებართვა გაიცემა აუცილებელი საქონლის, განსაკუთრებით ძირითადი პროდუქტებისა და პირუტყვის საკვების გადამზიდავი გემების ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანზიტზე".

ირანელი ოფიციალური პირის თქმით, ბრძანება ვრცელდება "გემებზე, რომლებიც ირანის პორტებისკენ მიემართებიან ან ამჟამად რეგიონში იმყოფებიან".

დღის ამბები