ამერიკული F-15E ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი პარასკევს, ირანის თავზე ჩამოაგდეს. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CBS News-ს დაუდასტურეს, რომ ეკიპაჟის ერთი წევრი ამერიკულმა ძალებმა გადაარჩინეს.
წყაროების თანახმად, F-15E-ს ორკაციანი ეკიპაჟი ჰყავს და სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
პარასკევს, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ცენტრალური ირანის თავზე ამერიკული გამანადგურებელი ჩამოაგდო.
სოციალურ მედიაში გავრცელდა ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების მიერ გამოქვეყნებული ფოტო და ვიდეო მასალები, რომლებზეც ჩანს, რომ ცენტრალური და სამხრეთ-დასავლეთ ირანის თავზე, დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ სულ მცირე ერთი ამერიკული C-130 ტიპის თვითმფრინავი და ორი Black Hawk-ის ვერტმფრენი, შესაძლო სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში.
ცნობისთვის, ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ფილიალმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყველას, ვინც "მტრის პილოტს ან პილოტებს ცოცხლად დაიჭერდა და პოლიციას გადასცემდა", ჯილდოს შესთავაზებდნენ.