11 აგვისტო 2026,   17:58
ვრცლად
ვის გამოარჩევენ მეუფეები და რომელ 3 მღვდელმთავარს შორის გაკეთდება არჩევანი - ახალი პატრიარქის არჩევის ადგილი სამების საკათედრო ტაძარი იქნება

საპატრიარქოს კარი წმინდა სინოდის წევრებისთვის დღეს დილიდან გაიხსნა. მღვდელმთავრები საქართველოს სხვადასხვა ეპარქიიდან პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს მოწვევით ჩამოვიდნენ.

სხდომის დაწყებამდე იყო ლოცვა. მღვდელმთავრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.

ლოცვის დასრულებას წმინდა სინოდის დაწყება მოჰყვა. მღვდელმთავრები თითქმის 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ საორგანიზაციო საკითხებზე. მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები. 31 წლის შემდეგ პირველად, გაფართოებული კრება სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება. პატრიარქის არჩევნებისთვის 3 სხვადასხვა კომისია უკვე ჩამოყალიბდა.

გაფართოებულ კრებამდე, მღვდელმთავრები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სწორედ შემდეგ სინოდის სხდომაზე დაზუსტდება კრიტერიუმები, რომლითაც ქართული ეკლესიის ახალი წინამძღვარი უნდა აირჩიონ. დაზუსტდება საკითხები პატრიარქობის კანდიდატების განათლებასა თუ ასაკთან დაკავშირებით, ამის შემდეგ კი 39 მღვდელმთავარი 3 რჩეულს გამოავლენს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქობის სამი კანდიდატი გაფართოებულ კრებას წარედგინება, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობას მხოლოდ მღვდელმთავრები მიიღებენ. დღევანდელ სხდომაზე დაზუსტდა ისიც, თუ ვინ დაესწრება სამების საკათედრო ტაძარში გაფართოებულ კრებას.

ვის გამოარჩევენ მეუფეები და რომელ 3 მღვდელმთავარს შორის გაკეთდება არჩევანი? - გადაწყვეტილებას წმინდა სინოდის წევრები შემდეგ სხდომაზე მიიღებენ.

 

ავტოირ: ნანა გოგოტაძე

დღის ამბები