BBC-ის ცნობით, ხუთშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და მისმა ირანელმა კოლეგამ აბას არაღჩიმ, სატელეფონო საუბრისას, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრებმა ასევე განიხილეს რიგი სახელმწიფოების მიერ, რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეებმა "გაცვალეს მოსაზრებები გაეროს უშიშროების საბჭოში მიმდინარე დისკუსიების შესახებ, რომლებიც ეხება ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ, ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებული არაპროვოცირებული აგრესიის სხვა შედეგების დაძლევას".