პოლიტიკური სპეკულაცია უმძიმესი ბრალდებით - მმართველი გუნდი მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს, რომელიც ამჯერად უკვე მიუსაფარ ცხოველებს უკავშირდება. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ სენსიტიურ საკითხზე, პოლიტიკურად დაინტერესებული პირების მხრიდან გავრცელებული ცრუ ინფორმაცია ერთადერთ მიზანს ემსახურება - ხელოვნური აჟიოტაჟით მანიპულირებას საზოგადოების ემოციებზე.
საკითხზე ორი დღეა ერთმანეთის მიყოლებით, ბევრს წერენ - ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი აქტივისტები თუ კონკრეტულ
პარტიებთან დაკავშირებული ენჯეოები, რომლებმაც დაუდასტურებელი ფაქტების მიუხედავად მალევე გაავრცელეს სტატიები და ბანერები.. წყაროდ კი მოქალაქეები და ცხოველთა უფლებადამცველები დაასახელეს. პარალელურად აქტიურობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. ზოგი სტატუსს წერდა, ზოგი კი მედიით განცხადებებს აკეთებდა.
ნაციონალური მოძრაობისა და მათი პარტნიორების გარდა ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ უაპელაციოდ აქტივისტები და ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერებიც.
მარტივად გამოაშკარავებული ტყუილი ხელისუფლებაზე უსაფუძვლო შეტევისთვის არ გამოდგება - ასეთია მმართველი გუნდის პასუხი. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მიუსაფარი ცხოველების წამებასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის ავტორები ის ე.წ. დამცველები და პოლიტიკური პარტიები არიან, რომელთაც მსგავსი სენსიტიური საკითხით მანიპულირების მორალური უფლებაც არ აქვთ.
დაუდასტურებელი ფაქტების გარეშე ხელისუფლების ოპონენტებმა საჯაროდ დღეს ვეღარ ისაუბრეს. მტკიცებულებებთან დაკავშირებით კი შეკითხვა აქტივისტებისკენ გადაამისამართეს.
უმრავლესობა ოპონენტებს ურჩევს, ვერსიების დონეზე შეშფოთებამდე, სჯობდა, ჯერ საკითხში გარკვეულიყვნენ და პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოეყენებინათ თემა, რომელიც საზოგადოებაზე ემოციურ ზემოქმედებას ახდენს.
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა უკვე ერთი წელია მიმდინარეობს, რასაც წინ უძღოდა კანონში შესაბამისი ცვლილებები. კანონმდებლობის აღსრულების მიზნით ცხოველებს ვეტერინარული ღონისძიებები უტარდებათ. რის შემდეგაც მათთვის ნაცნობ გარემოში აბრუნებენ