აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, ჩრდილოეთ კალიფორნიაში 4.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
უწყების ცნობით, ბიძგების ეპიცენტრი კალიფორნიის შტატის ქალაქ ბოულდერ კრიკთან ახლოს, 10.9 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
ეპიცენტრი სან-ფრანცისკოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 65 მილის დაშორებით მდებარეობდა.