ბრატისლავაში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. სლოვაკეთის პრეზიდენტის შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილი ეროვნული საბოს თავმჯდომარეს და ქვეყნის ვიცე პრემიერს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილს და ქართულ დელეგაციას რიხარდ რაშიმ სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი აცხადებს, სლოვაკეთში პრეზიდენტის ძალიან შედეგიანი ვიზიტია:
"ბატონი პრეზიდენტის ძალიან შედეგიანი ვიზიტია, ძალიან გულწრფელი და გულახდილი საუბრები შედგა, იყო საუბარი ევროინტეგრაციასთან მიმართებაში. სლოვაკეთი ერთ-ერთი ყველაზე მხურვალე და დიდი მხარდამჭერია საქართველოსი ევროინტეგრაციის მიმართულებით. გამოითქვა მოსაზრება, რომ რაც შეიძლება მალე აღდგეს დიალოგი, რომელიც თავად ევროკავშირმა შეწყვიტა საქართველოსთან. იყო განხილული ეკონომიკური თემები, ასევე იყო ნათქვამი, რომ ალტერნატივა არ აქვს შუა დერეფანს. მათ ძალიან დიდი ინტერესი აქვთ , რომ გამოიყენონ ჩვენი შუა დერეფანი,"- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე. იმსჯელეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და არსებულ საერთო გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე. საქართველოს პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი დატოვა.