18 ივნისი 2026,   10:10
ვრცლად
ჩინეთი აცხადებს, რომ აშშ-ისა და ისრაელის უკანონო ქმედებები ჰორმუზის სრუტეში არსებული პრობლემების ძირითადი მიზეზია - abcnews

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მაო ნინგის განცხადებით, აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული "უკანონო სამხედრო ქმედებები ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების შეფერხების ძირითადი მიზეზია". ინფორმაციას abcnews ავრცელებს.

"მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც მშვიდობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს სპარსეთის ყურის რეგიონში, შეუძლია ფუნდამენტურად უზრუნველყოს უსაფრთხოება და შეუფერხებელი გადაადგილება საერთაშორისო საზღვაო გზებზე. ყველა მხარემ ერთად უნდა იმუშაოს სიტუაციის დეესკალაციისა და რეგიონული არასტაბილურობის გლობალურ, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე შემდგომი ნეგატიური ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად", - განაცხადა მაომ პრესკონფერენციაზე.

დღის ამბები