09 აგვისტო 2026,   08:50
ვრცლად
არ არსებობს არცერთი ფაქტი ცხოველების ცოცხლად დაწვისა, ვრცელდება დეზინფორმაცია, რომელსაც იყენებენ პოლიტიკურად - სიმონ გულედანი

"არ არსებობს არცერთი ფაქტი ცოცხლად დაწვისა, ჩვენს ცხოველთა თავშესაფარში ხორციელდება ზუსტად ის ღონისძიებები, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული", - ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით განაცხადა.

სიმონ გულედანის თქმით, ინფორმაცია, თითქოს, მიუსაფარ ძაღლებს კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ, დეზინფორმაციაა, რასაც პოლიტიკური მიზნით იყენებენ.

"პოლიტიკურმა პარტიებმა და ეგრეთ წოდებულმა ცხოველების დამცველებმა ატეხეს ტყუილი აჟიოტაჟი, რასაც იყენებენ ჩვენი პარტიის დისკრიმინაციის მიზნით. გეტყვით, რომ არ არსებობს არცერთი ფაქტი ცოცხლად დაწვისა, ჩვენს ცხოველთა თავშესაფარში ხორციელდება ზუსტად ის ღონისძიებები, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული - დაჩიპვა, კასტრაცია, სტერილიზაცია და შემდგომ ადგილზე დაბრუნება.

ვრცელდება დეზინფორმაცია, რომელსაც კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ იყენებენ პოლიტიკურად, პოლიტიკურად აშუქებენ ამ თემას. თხოვნა მექნება თითოეულ მოქალაქესთან, ნუ აჰყვებით დეზინფორმაციას და ამ თემას ნუ გადაიყვანთ პოლიტიკურ ჭრილში. არაერთი ოპერაცია ტარდება, კასტრაცია-სტერილიზაცია და ნარჩენებს სჭირდება დაწვა, რასაც კანონი ითვალისწინებს, სახიფათო ნარჩენები უნდა მოათავსო ღუმელში, რათა მოხდეს მათი განადგურება", - განაცხადა სიმონ გულედანმა.

დღის ამბები