18 ივნისი 2026,   18:35
ვრცლად
თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა - დაიღუპა 18 ადამიანი

თურქეთის დასავლეთით მდებარე სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა. შედეგად, 18 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ქვეყნის სანაპირო დაცვის სამსახური ავრცელებს.

ეგეოსის ზღვაში ახლა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულია ვერტმფრენი და სამი კატარღა.

ამ დროისთვის, მაშველებმა 21 ადამიანის გადაარჩინეს. მედია წერს, რომ ტრაგედიის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები და შტორმი გახდა.

დღის ამბები