ბრიტანულ გაზეთთან ინტერვიუში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები NATO-დან გასვლას განიხილავს. მისი აზრით, ირანის წინააღმდეგ იმისთვის მას ალიანსიდან არასაკმარისი სამხედრო მხარდაჭერა აქვს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გაზეთ Telegraph-ის კითხვაზე, გადახედავდა თუ არა ის აშშ-ს NATO-ში წევრობას ომის შემდეგ, ტრამპმა უპასუხა: "ოჰ, დიახ, მე ვიტყოდი, რომ ამას უკვე გადახედვაც არ სჭირდება... მე არასდროს მიზიდავდა NATO. ყოველთვის ვიცოდი, რომ ისინი "ქაღალდის ვეფხვები" იყვნენ და სხვათა შორის, ეს პუტინმაც იცის".
მედიის ინფორმაციით, NATO-ს წევრები ერიდებიან სამხედრო ძალების განლაგებას ჰორმუზის სრუტის ხელახლა გასახსნელად.
ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტე ნავთობის გადაზიდვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მარშრუტია, რომელიც ირანმა ფაქტობრივად დახურა აშშ-სა და ისრაელის თავდასხმების შემდეგ.