ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის სახელმწიფო ხუთ კომპანიას დააფინანსებს. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 20 განაცხადიდან მხოლოდ ისინი შეარჩია, რომლებიც აუცილებელ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.
224 000 ლარზე მეტი იმ კომპანიებზე გადანაწილდება, რომლებიც ღვინოს დსთ-სა და სუამ-ის ქვეყნების მიღმა ყიდიან.
სახელმწიფო პროგრამა უკვე ხუთი წელია მოქმედებს და მისი მთავარი მიზანი ბაზრების დივერსიფიცირებაა.