18 ივნისი 2026,   17:10
ვრცლად
აბას არაღჩი აცხადებს, რომ აშშ და ირანი ერთმანეთში ცვლიან შეტყობინებებს, თუმცა მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ აშშ და ირანი ერთმანეთში ცვლიან შეტყობინებებს, თუმცა მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ.

არაღჩი აცხადებს, რომ კვლავ იღებს გზავნილებს აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლისგან, სტივ უიტკოფისგან, თუმცა მისივე თქმით, ეს კომუნიკაცია არ ნიშნავს მოლაპარაკებების დაწყებას.

არაღჩიმ ასევე განაცხადა, რომ ირანმა აშშ-ს 15 პუნქტიან გეგმას არ უპასუხა.

მისი თქმით, ირანი ითხოვს გარანტიებს, რომ მსგავსი სამხედრო მოქმედებები აღარ განმეორდება და ასევე კომპენსაციას იმ ზარალისთვის, რომელიც კონფლიქტის შედეგად მიიღო.

არაღჩის თქმით, ირანი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, რადგან სურს ომის სრული დასრულება არა მხოლოდ ირანში, არამედ მთელ რეგიონში. 

დღის ამბები