08 აგვისტო 2026,   18:05
ვრცლად
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დასრულდა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში  განვითარებული მოვლენები. განსაკუთრებული მსჯელობის საგანი იყო საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების, უკანონო ბორდერიზაციის და საოკუპაციო ხაზზე გადასასვლელი პუნქტებზე დაწესებული რეჟიმის შემსუბუქების საკითხები განსაკუთრებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის პერიოდში.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის  სახლში დაბრუნების თემა. საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. 

დღის ამბები