18 ივნისი 2026,   19:28
ვრცლად
ჰაიტის რეგიონში თავდასხმის შედეგად სულ მცირე 70 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა

სულ მცირე, 70 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა ჰაიტიში, პეტიტ-რივიერის მახლობლად, ქვეყნის მთავარი სასოფლო-სამეურნეო რეგიონში, არტიბონიტში მომხდარი თავდასხმის შედეგად.

ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფის, Defenseurs Plus-ის განცხადებით, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ოფიციალურ მონაცემებს, რომელთა მიხედვით დაღუპულთა რიცხვი დაახლოებით 16-ს შეადგენს. მათვე თქმით, დაღუპულთა რაოდენობა, შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს.

ადგილობრივი მოსახლეობისა და ოფიციალური პირების განცხადებით, თავდასხმა ჟან-დენისის მიმდებარედ, სოფლად არსებულ დასახლებებში. მათივე თქმით, შეიარაღებული დაჯგუფების წევრები შეიჭრნენ ტერიტორიაზე და სახლებს ცეცხლი წაუკიდეს.

ჰაიტის უფლებადამცველი ორგანიზაციაის ინფორმაციით, მომხდარის გამო 6 000 ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა.

დღის ამბები