13 ივნისი 2026,   16:57
ვრცლად
"პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით, აიძულებდა, მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა" - დაკავებულს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით, სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

"სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით, აიძულებდა დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება, ჩადენილი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით,) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ვკითხულობთ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

დღის ამბები