"2026 წლის თებერვალში, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 8.8%-ით, ხოლო პირველი ორი თვის, რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 8.4%", - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.
გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ზრდის მიმართულებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორმა, ტრანსპორტმა და დასაწყობებამ, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობამ, ასევე დამამუშავებელმა მრეწველობამ და სამთო მოპოვებითმა მრეწველობამ.
"2026 წლის თებერვალში, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 8.8%-ით, ხოლო პირველი ორი თვის, რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 8.4%.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა, ეს გახლავთ, უპირველეს ყოვლისა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ასევე დამამუშავებელი მრეწველობა და სამთო მოპოვებითი მრეწველობა.
2026 წლის თებერვალში, წინასწარი მონაცემებით, საკურიერო ექსპორტი გაიზარდა, დაახლოებით, 27%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა გაზრდილია 8.4%-ით", - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.