08 აგვისტო 2026,   09:30
ვრცლად
"ოპოზიციის ალიანსი ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას" - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ოპოზიციის ალიანსში აცხადებენ, რომ იწყებენ მობილიზაციის კამპანიას, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, 26 მაისს კი თბილისში აქცია გაიმართება. ამის შესახებ 9 პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება დღეს გააკეთა.  

"ოპოზიციის ალიანსი ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას. ეს არის ოპოზიციის ალიანსის ინიციატივა. მინდა, რომ გავზარდოთ პირდაპირი კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებთან. მეორე, უნდა გავანეიტრალოთ რეჟიმის პროპაგანდა, ის ბრაზი, პროტესტი, ცვლილების სურვილი, რომელიც უკვე წლებია არსებობს საქართველოს მოქალაქეები, უნდა გადავაქციოთ პოლიტიკურ ქმედებაში, უნდა გავზარდოთ პროტესტში ჩართული ადამიანების რაოდენობა, რადგან ცვლილებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ საუბარი, ცვლილებისთვის აუცილებელია, რომ ყველა დავდგეთ ერთად.

ეს კამპანია გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში და მისი სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში დაგეგმილი დიდი, ხალხმრავალი აქცია", - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. 

 

 

 

დღის ამბები