06 აგვისტო 2026,   06:19
ვრცლად
საქართველოს ეკონომიკა 2026 წლის თებერვალში 8,8%-ით გაიზარდა- საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 8.4 პროცენტია.

 

2026 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, დამამუშავებელი მრეწველობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში.

 

 

დღის ამბები