08 აგვისტო 2026,   18:02
ვრცლად
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ამერიკის მძლავრი რეგიონული პარტნიორი" - გიორგი ვაშაძე

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შეფასებების თემაა თბილისში. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაფუჭება "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა. 

"სტრატეგია აღმაშენებელის" დამფუძნებელი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, იყოს ამერიკის მძლავრი რეგიონული პარტნიორი. 

"ჩვენთვის ამერიკა არის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი. სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" გააფუჭა ბოლომდე ურთიერთობა. 10-წლიანი მრავალჯერადი ვიზებიც კი აღარ გვექნება და ერთჯერადი ვიზების აღება მოუწევს საქართველოს მოქალაქეს. რამდენი ადამიანი, ვინც საგანმანათლებლოდ დადიოდა, ბიზნესისთვის დადიოდა, ზიანდება ამისთვის. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ამერიკის მძლავრი რეგიონული პარტნიორი," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, მარკო რუბიოს ზარი მმართველ გუნდს უტოვებს იმედს, რომ შტატების ადმინისტრაცია საბოლოოდ გადადგამს ნაბიჯს ჯანსაღი ურთიერთობების აღსადგენად. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ მინისტრს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუბიოსთან საუბრისას ხაზი გაესვა პარტნიორობის გადატვირთვის მნიშვნელობას და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის, როლის განმტკიცებას.

დღის ამბები