06 აგვისტო 2026,   20:25
ვრცლად
თავად უნდა გადადგეს, ან ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაითხოვოს, მისი რეპუტაცია ნულს გაუტოლდა, "დამწვარი" ფიგურაა - იგორ ომერზა მარტა კოსზე

"კურიერის" ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობილ სლოვენიელ პუბლიცისტთან და მკვლევართან - იგორ ომერზასთან, რომელიც უკვე 20 წელია ევროკომისარ მარტა კოსის საიდუმლო წარსულს იკვლევს.

მკვლევრის მტკიცებით, საიდუმლო პოლიციის შესახებ გასაჯაროებულმა მასალებმა ევროკომისრის ავტორიტეტი გაანადგურა, რაც ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან მის დაუყოვნებლივ დათხოვნას ან კოსის მიერ პოსტის ნებაყოფლობით დატოვებას მოითხოვს.

მიუხედავად ამ სკანდალისა, ის მაინც ევროკომისარია. რა ბედი ელის მის კარიერას ახლა?

"ჩემი წიგნის გამოქვეყნების შემდეგ, მისი რეპუტაცია ნულს გაუტოლდა. დღეს მას ევროკომისიაში აღარანაირი რეალური გავლენა, ფუნქცია თუ ავტორიტეტი აღარ გააჩნია. ის ფაქტობრივად როგორც ამბობენ "დამწვარი" ფიგურაა. ევროკავშირისთვის და თავად ევროკომისიისთვისაც უკიდურესად დამაზიანებელია ისეთი წევრის ყოლა, რომლის შანტაჟიც ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი მისი საიდუმლო წარსულის გამო. ახლა მხოლოდ დროის საკითხია, როდის დატოვებს ის პოსტს - ან საკუთარი ნებით, ან იძულებით". 

თქვენი აზრით, მის მიერ პოსტის დატოვება გარდაუვალია?

"მე რომ ევროკომისიის ხელმძღვანელი ვიყო, მას დაუყოვნებლივ გავათავისუფლებდი. მისი რეპუტაცია ახლა ნულოვანია. ან თავად უნდა გადადგეს, ან ურსულა ფონ დერ ლაიენმა უნდა დაითხოვოს. გავიგე, რომ აპრილში ევროკავშირში იგეგმება ამ დოკუმენტებთან დაკავშირებული მოსმენები. მე უკვე ოცდაათამდე წიგნი მაქვს დაწერილი საიდუმლო პოლიციაზე. ჩემი დადუმება უკვე გვიანია, რადგან ყველაფერი საჯაროა". 

დღის ამბები