ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია სურსათის შემდეგ, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება. მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი და სექტორის საოპერაციო პროცესები - ეს ის საკითხებია, რომლითაც დეპუტატები დაინტერესდნენ.
არის თუ არა კომპანიებს, აფთიაქებსა და კლინიკებს შორის გარიგება და რა სტანდარტით მუშაობენ ფარმაცევტული კომპანიები - ნინო წილოსანმა ეს კითხვა "ავერსი რეციონალის" გენერალურ დირექტორსაც დაუსვა. დეპუტატებს, ასევე, აინტერესებდათ, რა მოგებას ნახულობს კომპანია იმ ფონზე, როცა ძირითადად ქართულ ბაზარს ამარაგებს და წარმოებული მედიკამენტების მხოლოდ 15% გააქვს ექსპორტზე.
დეპუტატებმა მოუსმინეს სხვა ფარმაცევტულ კომპანიებსაც და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც მათ წარმოების პროცესში აქვთ.
პარლამენტის დროებითი კომისია სურსათის, მედიკამენტების და საწვავის ფასებზე დასკვნას აპრილში გამოაქვეყნებს.