საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან გამართულ სატელეფონო საუბარს X-ზე ეხმაურება:
"პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან. ჩვენ ხაზი გავუსვით ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვის მნიშვნელობას და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის, როლის განმტკიცებას. გამოვხატეთ მზადყოფნა საქართველო-აშშ-ის კავშირების გაძლიერებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის განვითარების მიმართ," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ინფორმაცია, მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ, სახელმწიფო დეპარტამენტმაც გაავრცელა.