პენიტენციურ სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, რომ მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა თავი შეუძლოდ არტერიული წნევის ვარდნის გამო იგრძნო, შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციების შემდეგ კი წნევა დაურეგულირდა.
"მსჯავრდებულის განცხადებით, დაცემის შედეგად სტკიოდა ფეხი, თუმცა არც ვიზუალური დათვალიერებით და არც რენტგენოლოგიური კვლევით არანაირი დაზიანება არ დაფიქსირებულა", - განუცხადეს "რუსთავი 2-ს" პენიტენციურ სამსახურში.
სოციალურ ქსელში დღეს ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა გონება დაკარგა, დაცემისას კი თავისა და კიდურების დაზიანება მიიღო.