თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა ოფიციალურად გაიხსნა.
ახლად აშენებული საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მინისტრის თქმით, პაციენტების მიღების გარდა, კლინიკას უდიდესი როლი ექნება შემდგომი თაობის ფსიქიატრიული მიმართულების დარგის სპეციალისტების აღზრდაში.
"ეს არის პირველი მოცემულობა, როდესაც სამედიცინო მიმართულებას ეძლევა სწორედ ამ მნიშვნელოვანი დარგის კუთხით მეტი განვითარების შესაძლებლობა და რაც მნიშვნელოვანია და რაც განსაკუთრებით გამორჩევას საჭიროებს, არის ის, რომ ეს კლინიკა შეასრულებს როგორც პრაქტიკული ხასიათის საქმიანობას და მოემსახურება შესაბამის პაციენტებს, ასევე მას ექნება უდიდესი როლი შემდგომი თაობის ფსიქიატრიული მიმართულების დარგის სპეციალისტების აღზრდაში", - განაცხადა განალების მინისტრმა, გივი მიქანაძემ.