03 აგვისტო 2026,   13:18
ვრცლად
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, კულტივირებისა და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, კულტივირებისა და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, კულტივირებისა და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება "ჰეროინს", რომლის რეალიზაციასაც ახდენდა. მანვე უკანონოდ მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "კანაფი". ასევე, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება "კლეფედრონს" და დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება "მეფედრონს".

დღის ამბები