18 ივნისი 2026,   14:19
ვრცლად
Puma-ს რუსეთში 4 სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია სურს - მედია

"როსპატენტის" ბაზის შესწავლის შედეგად, ირკვევა, რომ გერმანულმა Puma-მ რუსეთში 4 სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანა.

როგორც რუსული მედია იტყობინება, სავაჭრო ნიშნების "King", "Король" და ბრენდული ზოლების რეგისტრაციის განაცხადები უწყებაში 27 მარტს შევიდა.

რეგისტრაციაზე თანხმობის შემთხვევაში, კომპანია ამ სავაჭრო ნიშნების ქვეშ ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, ჩანთების, თავსაბურავებისა და ტანვარჯიშის ინვენტარის გაყიდვას შეძლებს.

რუსეთში პროდუქციის მიწოდება Puma-მ 2022 წლის მარტში შეწყვიტა. ამავე დროს, კომპანიამ ქვეყანაში მაღაზიები დახურა.

დღის ამბები