18 ივნისი 2026,   15:30
ვრცლად
შეერთებული შტატები დასანქცირებულ რუსულ ნავთობტანკერს კუბამდე მისვლის უფლებას აძლევს - Reuters

ვაშინგტონის მხრიდან კუბაზე ნავთობის დე-ფაქტო ბლოკადის ფონზე, შეერთებული შტატები დასანქცირებულ რუსულ ნავთობტანკერს კუბამდე მისვლის უფლებას აძლევს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ რომელიმე ქვეყანას ახლა კუბაში ნავთობის გაგზავნა სურს, მას ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

"კუბა დამთავრებულია. შესაბამისად, მიიღებენ თუ არა ისინი ნავთობით დატვირთულ გემს, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს", - ამბობს პრეზიდენტი.

დღის ამბები