05 აგვისტო 2026,   10:02
ვრცლად
"უნდა შემოვბრუნდეთ ჩვენი ეროვნული ინტერესებისკენ" - "ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ" ქუთაისში რეგიონული ოფისი გახსნა

"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" რეგიონული ოფისების გახსნის კამპანიას აგრძელებს. ადგილობრივებთან მჭიდრო კომუნიკაციისთვის, პარტიამ დღეს ქუთაისის ოფისი გახსნა, გუშინ კი ბათუმის. რეგიონული ოფისების პრეზენტაციასთან "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და პარტიის ხედვები პირადად გააცნეს.

"ჩვენ უნდა შემოვბრუნდეთ ჩვენი ეროვნული ინტერესებისკენ. ეს არის დაკვეთა იმ საზოგადოების, რომელიც იმყოფებოდა დღევანდელ შეხვედრაზე. ვაგრძელებთ რეგიონულ კამპანიას და გვაქვს იმედი, რომ ქუთაისშიც ეს ოფისი იქნება მთლიანად იმერეთის მოსახლეობის შეკრების ადგილი, სადაც მათ შეეძლებათ მოიტანონ საკუთარი იდეები, საკუთარი პრობლემები, რომელსაც ნებისმიერ დონეზე, საჯარო სივრცეში გავუწევთ ლობირებას," - აღნიშნა პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა.

დღის ამბები