10 აგვისტო 2026,   10:27
ვრცლად
"არაუგვიანეს ორი თვისა, მოხდება მომავალი პატრიარქის არჩევა - ვილოცოთ, რომ სიკეთით, მშვიდობით, ღვთის მადლით და წყალობით აღსრულდეს ნება ღვთისა" - მეუფე დიმიტრი

პატრიარქის ნებასა და 2017 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე მიუთითებენ სასულიერო პირები, როდესაც, უწმინდესმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი სიცოცხლეშივე დაასახელა, იმისთვის, რომ დასრულებულიყო მსჯელობა - პატრიარქის ანდერძთან დაკავშირებით. ეკლესია ამბობს, რომ ვნებათაღელვა უსაფუძვლოა, ილია მეორის გადაწყვეტილება კი - ყველასთვის მნიშვნელოვანი. საპატრიარქო საზოგადოებას თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

სასულიერო პირები განმარტავენ, რომ ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მკაფიოდ გაწერილი პროცედურების შესაბამისად უნდა მიიღოს. ამიტომ ეკლესია, სინოდის სხდომის დანიშვნამდე და ახალი პატრიარქის არჩევამდე, ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ვარაუდებისგან და დაელოდონ მღვდელმთავრების გადაწყვეტილებას.

"ათვლა ჩვენი ეკლესიის წინამძღოლებისა, მოციქულებიდან - ანდრია პირველწოდებულიდან, სვიმონ კანანელიდან და მატათადან იწყება, რადგან ისინი იყვნენ პირველი მღვდელმავრები, პირველი წინამძღოლნი ჩვენი ეკლესიისა.

არაუგვიანეს ორი თვისა, მოხდება [ახალი პატრიარქის] არჩევა. გაერთიანებული საეკლესიო კრებაც იმსჯელებს და შემდეგ, წმინდა სინოდი დაადგენს ამ ძირძველ, ღვთივკურთხეულ საქართველოს საპატრიარქო ტახტზე მომავალ პატრიარქს. ვილოცოთ, რომ სიკეთით, მშვიდობით, ღვთის მადლით და წყალობით აღსრულდეს ნება ღვთისა," - აღნიშნა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.

დღის ამბები