ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, სადაც მოქალაქეები, კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივს მიაგებენ, წირვის შემდეგ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღესრულა. ტაძარში მრევლის ნაკადი არ წყდება.
მოქალაქეები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან ჩამოდიან.
"პატრიარქი უდიდესი მსოფლმხედველობის მქონე ადამიანი იყო. ქართველებს ყველაზე მეტად ერთობას და ერთმანეთის სიყვარულს მოგვიწოდებდა. თვითონ იყო ძალიან თავმდაბალი ადამიანი, მაგრამ როდესაც საქმე ეხებოდა საქართველოს, იყო ძალიან პრინციპული.
გლოვა გრძელდება, მაგრამ ჩვენ უფრო უკეთესები უნდა გავხდეთ, ვიდრე აქამდე ვიყავით," - აღნიშნა სიონის საპატრიარქო ტაძარში მყოფმა მოქალაქემ.
დღეს უწმინდესის დაკრძალვიდან ზუსტად ერთი კვირა გავიდა. პანაშვიდები სიონის ტაძარში 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება.