08 აგვისტო 2026,   19:13
ვრცლად
"ძალიან რთული მისია შეასრულა პატრიარქმა ჩვენი სამშობლოს წინაშე, ზეციური საქართველოდან დაგვეხმარება ყველას" - სიონის ტაძარში მოქალაქეები პატრიარქის ხსოვნას პატივს მიაგებენ

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო სიონში ამ წუთებში წირვას აღასრულებს. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მრევლი დილიდან შეიკრიბა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნას პატივს მიაგებენ მოქალაქეები.

სიონში მიდიან, როგორც თბილისში მცხოვრები, ისე რეგიონებიდან სპეციალურად ჩამოსული ადამიანები.

"ძალიან რთული მისია შეასრულა პატრიარქმა ჩვენი სამშობლოს წინაშე. გამთლიანებულ იყოს ერის, ალბათ ზეციური საქართველოდან დაგვეხმარება ყველას," - ამბობს ტაძარში მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე.

 

დღის ამბები