04 აგვისტო 2026,   23:54
ვრცლად
სპორტის მინისტრი შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

სპორტის მინისტრი შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველოში MMA-ს განვითარების პერსპექტივებს. ასევე განიხილეს შემოდგომით, საქართველოში MMA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხები. საქართველომ 2025 წელს MMA-ს მსოფლიოს ჩემპიონატს პირველად უმასპინძლა.

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე აცხადებს, რომ საქართველოში MMA წარმატებული და პოპულარული სპორტის სახეობაა.

"საქართველოში MMA წარმატებული და პოპულარული სპორტის სახეობაა, ამას განაპირობებს მერაბ დვალიშვილის და ილია თოფურიას წარმატება. დღეს მე შევხვდი მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს, სადაც განვიხილეთ საქართველოში MMA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების საორგანიზაციო საკითხები,"- აცხადებს მინისტრი. 

 

დღის ამბები