09 აგვისტო 2026,   04:29
ვრცლად
პატრიარქს ყველა უყვარდა განსაკუთრებულად და როგორც გამოჩნდა და ცხადი გახდა, თურმე ადამიანებსაც როგორ უყვარდათ ის - დეკანოზი ირაკლი ნემსაძე

სიონის საპატრიარქო ტაძარში პანაშვიდები გრძელდება. სასულიერო პირები ლოცვას უწყვეტად აღავლენენ.

სრულიად საქართველოს პატრიარქის ხსოვნას პატივს მიაგებენ მოქალაქეებიც. ტაძარში მიდიან როგორც თბილისში მცხოვრები, ისე სპეციალურად რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანებიც. საფლავთან მიახლოება ამ ეტაპზე ისევ შეზღუდულია.

"რამხელა კვალი დატოვა და რამხელა სიყვარული ჰქონდა ჩვენს პატრიარქს. იგი უტოლდება იმ წმინდა მამების რიცხვს, რომლებმაც დიდი ბურჯი და საყრდენი შეუქმნეს ჩვენს ეკლესიას, ამაზე მიუთითებს ამ ხალხის დაფასება და სიყვარული. პატრიარქს ყველა უყვარდა განსაკუთრებულად და როგორც  გამოჩნდა და ცხადი გახდა, თურმე ადამიანებსაც როგორ უყვარდათ ის. ყველაზე მეტი წირვა პატრიარქს სწორედ სიონის საკათედრო ტაძარში აქვს ჩატარებული და სიონისადმი მისი უსაზღვრო სიყვარული საქვეყნოდ ცნობილია,"- აცხადებს დეკანოზი მამა ირაკლი (ნემსაძე). 

პატრიარქის თანამოსაყდრისა და მეუფე შიოს გადაწყვეტილებით, პანაშვიდები სიონის ტაძარში 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დღის ამბები